ზედა ბზვანის საჯარო სკოლის მოსწავლეება სოფელში არსებული მღვიმე დალაშქრეს
25-10-2018
ზედა ბზვანის საჯარო სკოლის მოსწავლეება პროექტის - „ჩემი სოფლის ტურისტული პოტენციალი“ ფარგლებში სოფელში არსებული მღვიმე - „ნავარსკვლავები“ დალაშქრეს. სკოლის წარმომადგენლის თქმით, აქტივობა მიზნად ისახავდა სოფლის ტურისტულ პოტენციალზე ყურადღების გამახვილებას.
„პროექტის ფარგლებში გვინდა დავაინტერესოთ შესაბამისი უწყებები, რათა მღვიმეს სათანადო ყურადღება მიექცეს და ტურისტული ღირებულება შეიძინოს. გვინდა იგი საინტერესო გახდეს როგორც ადგილობრივი და უცხოელი ვიზიტორებისათვის“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.