მარტყოფის N1 საჯარო სკოლის მე-2/ბ კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ლია ეპიტაშვილთან და მშობლებთან ერთად შემოდგომასთან დაკავშირებით სერაფიმე საროველის მონასტერში ლაშქრობა მოაწყეს.
ლაშქრობის ფარგლებში, საინტერესო საუბარი შედგა მამა დავითთან - სერაფიმე საროველის შესახებ, ასევე, ქვევრებში ღვინის ტრადიციულად დაყენების შესახებ.
ბავშვებმა ქვევრებში დაწურულ ღვინოსაც ამოურიეს და თან დააჭაშნიკეს.
იხილეთ ფოტოები