საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტის „სასწავლო აქტივობების ხელშეწყობა“ ფარგლებში დაფინანსებული პროექტ „ხალხი ღელავს, ბურთი ბადეშია“-ს ფარგლებში თბილისის N158 საჯარო სკოლაში ფეხბურთის ტურნირი გაიმართა.
ორგანიზატორები გიორგი კობახიძე და პავლე ნოზაძე იყვნენ.
პროექტის მიზანია ქართული სპორტის პოპულარიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.
ფეხბურთის ტურნირში გაიმარჯვა მე-11 კლასმა, რომელსაც თასი და სიგელები დინამოს ფეხბურთელებმა, გიორგი კუციამ და ნიკა ნინუამ გადასცეს.
მოსწავლეები ასევე ეწვივნენ დინამოს აკადემიას, დაესწრნენ თამაშს და დინამოს გაეცნენ წარმატებებს.
პროექტის ხელმძძღვანელი მაკა ეღიკაშვილია.
იხილეთ ფოტოები