მახათაურის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები სკოლის ევაკუაციის გეგმას გაეცნენ
25-10-2018
მახათაურის საჯარო სკოლაში სასწავლო აქტივობა განხორციელდა. სამოქალაქო განათლების და უსაფრთხოების პედაგოგმა, ასმათ ბუსხრიკიძემ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს სკოლის საევაკუაციო გეგმა გააცნო.
ის მოსწავლეებს ესაუბრა საგანგებო სიტუაციების შესახებ და აუხსნა, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ამ დროს.
სკოლაში ასევე ჩატარდა დასუფთავების აქცია.
მოსწავლეებმა სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.