იორმუღანლოს საჯარო სკოლაში პროექტის „ეს ჩემი საქართველოა“ შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა
25-10-2018
იორმუღანლოს საჯარო სკოლის XI კლასში (ქართული ენის მასწავლებელი: იზოლდა ყანდინაშვილი) ჩატარდა პროექტის „ეს ჩემი საქართველოა” შემაჯამებელი გაკვეთილი. 

მოსწავლეებმა რამდენიმე დღის განმავლობაში მოიძიეს ინფორმაცია საქართველოს რეგიონების შესახებ, რის შემდეგაც თითოეულმა ჯგუფმა წარმოადგინა „საკუთარი“ რეგიონი. 

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა შექმნეს საქართველოს მაკეტი.

„მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ მათ ძალიან მოსწონთ მსგავსი სწავლება. ხაზი გაუსვეს იმას, რომ ეს აძლევთ მათ საშუალებას იყვნენ უფრო მეგობრულები და უვითარდებათ შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203