კერძო სკოლა „ორნატს“ პოლონეთის კომუნიკაციების სკოლის 4-კაციანი დელეგაცია ესტუმრა
25-10-2018
ზესტაფონის კერძო სკოლა „ორნატს“ პოლონეთის ქალაქ პოზნანის კომუნიკაციების სკოლის 4-კაციანი დელეგაცია ესტუმრა. სკოლის წარმომადგენლის თქმით, ვიზიტი სკოლებს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად შედგა და პოლონეთისა და საქართველოს დამოუკიდებლობი 100 წლისთავს მიეძღვნა მიეძღვნა.
დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით სკოლაში პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც წარმოადგინეს როგორც პოლონელმა სტუმრებმა ასევე სკოლა „ორნატის“ მოსწავლეებმა.
„სტუმრები გაეცნენ სკოლის მიღწევებსა და წარმატებებს“,-ამბობობს სკოლის წარმომადგენელი.
სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით ასევე ზეიმი „ოქროს შემოდგომა“ გაიმართა.