ვაშლევის საჯარო სკოლაში მასწავლებლის დღე ღირსეულად აღნიშნეს
25-10-2018
ვაშლევის საჯარო სკოლაში მასწავლებლის დღე ღირსეულად აღნიშნეს. კერძოდ, ამ თარიღთან დაკავშირებით ღონისძიება ,,მასწავლებელი - ცოდნის ლამპარი“ მოეწყო, რომელსაც IX კლასის მოსწავლეები უძღვებოდნენ.
ზეიმზე მოსწავლეებმა თემატური ლექსები წაიკითხეს და სიმღერები შეასრულეს. პარალელურად, მონაწილეებმა პედაგოგებს - ლილი პაქსაშვილსა და თეა ბლიაძეს, უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიულოცეს. დასასრულს კი მასწავლებლებს თავიანთი ხელით შექმნილი ბარათები და თაიგულები აჩუქეს.