კლასელები ერთმანეთის წარმატებაზე ზრუნვას Izrune.ge-ზე გუნდურობის პრინციპით იწყებენ - თბილისის N145 საჯარო სკოლა პორტალს აქტიურად უერთდება
26-10-2018
თბილისის N145 საჯარო სკოლა ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალ Izrune.ge-ს გამორჩეულად აქტიური წევრი გახდა.

ლიდერი დირექტორის, მაია ოსიყმიშვილის ორგანიზებით, მიზანსწრაფულ მოსწავლეებს, აქტიურ მშობლებსა და წარმატებულ პედაგოგებს პორტალი თავად ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გააცნო, იზრუნეს ტესტები პირდაპირ რეჟიმში გაიარა და შემეცნებითი, სახალისო და მამოტივირებელი მიდგომებით აუდიტორიის დიდი მოწონება და ჩართულობა დაიმსახურა.

მაია ოსიყმიშვილის შეფასებით, Izrune.ge კონკურენტუნარიან გარემოში მრავალმხრივ განვითარებული და წარმატებული ახალგაზრდების აღზრდას ემსახურება და თბილისის N145 საჯარო სკოლა და მოსწავლეთა კეთილგონიერი მშობლები თანამედროვე გამოწვევბს ფეხს აქტიურად აუწყობენ.

მშობლებმა განსაკუთრებით Izrune.ge-ს ინდივიდუალური მიდგომები და ამავდროულად, გუნდურობის პრინციპი მოიწონეს, რაც არა მხოლოდ საკუთარ შვილებზე, არამედ მის თანაკლასელებზე ზრუნვას, პორტალში მაღალი ჩართულობისა და შედეგების მქონე „სუპერ კლასის“ ჩამოყალიბებას გულისხმობს, ეს კი, ოჯახის, ბავშვისა და სკოლის ერთობლივი მუშაობით მიიღწევა.

მოსწავლეებს კარგად სწავლის მოტივაცია ერთმანეთის წარმატებამ და საყვარელი მასწავლებლებისთვის დაწესებულმა უპრეცენდენტო საჩუქარმა გაუჩინა - 2018-2019 სასწავლო წელს პირველად გამოვლინდება „საქართველოს ეტალონი პედაგოგი“ და მას საჩუქრად თბილისში ოროთახიანი ბინა გადაეცემა.
 

წარმატებული სამშენებლო კომპანია „ონიქს დეველოპმენტი“ აღნიშნულ საჩუქარს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, Izrune.ge -ს მონაცემებზე დაყრდნობით, მომავალ თაობაზე მზრუნველი ადამიანების დაფასებისა და წახალისების მიზნით აწესებს.  

„საქართველოს ეტალონი პედაგოგის“ გამოვლენის პროცესის გამჭვირვალობასა და სამართლიანობას კი თბილისის სკოლების დირექტორთა სათათბირო უზრუნველყოფს. 

Izrune.ge საპრეზენტაციო სკოლებს ლიდერი დირექტორის, პროფესიონალ პედაგოგთა გუნდისა და ძლიერი კონტიგენტის მიხედვით სტუმრობს და თანამოაზრეების შემოკრებას კვლავაც აგრძელებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203