თბილისის N2 საჯარო სკოლაში პროექტი - „მე და ხელოვნება“ განხორციელდა
26-10-2018
თბილისის N2 საჯარო სკოლაში „სასკოლო აქტივობის ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში პოექტი - „მე და ხელოვნება“ განხორციელდა.

პროქტის ფარგლებში 20 გაკვეთილი ჩატარდა, რომელშიც VII, VIII და IX კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტის ფარგლებში მოსწავლეები კლასიკოსი მხატვრების ბიოგრაფიებს და ნამუშევრებს გაეცნენ.

სკოლის აღსაზრდელებმა ეროვნულ გალერეაში ცნობილი კლასიკოსი მხატვრების ნამუშევრები დაათვალიერეს. მოსწავლეები ასევე იმყოფებოდნენ ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში და კონსერვატორიაში. პროექტის ფარგლებში სკოლაში მიწვეული იყო მხატვარი, რომელმაც მოსწავლეებს მასტერკლასი ჩაუტარა და ნამუშევარი - „წელიწადრის 4 დრო" შექმნა. მოსწავლეებმა ასევე ცნობილ ქანდაკებების შესახებ ცოდნა შეიძინეს, იმუშავეს თიხასთან, შექმნეს სხვადასხვა ნამუშევრები და სკოლაში გამოფინეს.

პროექტის დასკვნით ეტაპზე პროექტრის შეჯამება მოხდა, რომელსაც დიდუბე-ჩუღურეთის რესურსცენტრის წარმომადგენელი შორენა პაქსაშვილი დაესწრო.

შემაჯამაბელ ღონისძიებაზე მოსწალვეებმა საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ ისაუბრეს. 

„მოსწავლეებმა აღნიშნეს რა იყო ახალი და საინტერესო პროექტის მიმდინარეობის განმავლობაში. ისაუბრეს თუ რა შეიცვალა მათ შეხედულებებში და აღმოაჩინეს, თუ არა მათ საკუთარ თავში ახალი ნიჭი და უნარი“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203