„პროფესიულ კოლეჯებში სწავლის მსურველთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა“
25-10-2018

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ ინფორმაციით, წინა წლებთან შედარებით, სტატისტიკის მიხედვით, პროფესიულ კოლეჯებში სწავლის მსურველთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.

პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის - ამ მოტივით „ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა“ საქართველოს შრომის ბაზარი შეისწავლა.

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა“ გამოიკვლია დეფიციტური პროფესიები და მისი ფინანსური მხარდაჭერით 10-მა საგანმანათლებლო დაწესებულებამ 51 პერსპექტიული პროგრამა შექმნა. ახალი პროგრამები შეიქმნა: საინჟინრო, სამშენებლო, საზღვაო, ტურიზმის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ავიაციისა და სოფლის მეურნეობის დარგებში.

კოლეჯები  შესაბამისი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა.

ფონდის ინფორმაციით, პროფესიული განათლების ერთ-ერთი მთავარი ხიბლი პრაქტიკულ სწავლებაშია. გარდა თანამედროვე მეთოდოლოგიით და ტექნიკით სწავლისა, სტუდენტებს უნიკალური შესაძლებლობა აქვთ, რომ პრაქტიკა განათლების მიღების პროცესში პოტენციური დამსაქმებლების კომპანიებში გაიარონ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203