ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემოს დაზიანების აღმოფხვრის გზებზე ისაუბრეს
26-10-2018
ქობულეთის, ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის V კლასის ხელმძღვანელმა დოდო ბერიძემ - სადამრიგებლო საათი - „გავუფრთხილდეთ ბუნებას“ ჩაატარა.

სკოლის აღსაზრდელები, დამრიგებლის ხელმძღვანელობით მაჭახელას ხეობაში იმყოფებოდნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა ხეობა დაათვალიერეს და მის ისტორიასა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

მოსწავლეებმა ასევე ისაუბრეს ბუნების, როგორც საციცოცხლო საფუძველის შენარჩუნებისა და გარემოს დაზიანების აღმოფხვრის გზებზე.

მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე დამრიგებლისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს. სადამრიგებლო საათის ბოლოს მეხუთეკლასელებმა საკითხის ირგვლივ დისკუსია გამართეს. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203