დაბა ხარაგულის N2 საჯარო სკოლის გუნდმა ინტელექტუალური თამაშის ფინალურ ტურნირზე წარმატებით იასპარეზა
26-10-2018
დაბა ხარაგულის N2 საჯარო სკოლის ინტელექტუალთა გუნდმა პროექტის - „ინტელექტის დღე-2018“ ფინალურ ტურნირზე წარმატებით იასპარეზა. სკოლის გუნდი 73 მუნიციპალურ ჩემპიონს შორის ათეულში მოხვდა, იმერეთის მასშტაბით კი მეორე ადგილი დაიკავა.
ფინალური ტურნირი, თბილისში, სასტუმრო Hualing Tbilisi-ში გაიმართა.
ტურნირს საქართველოს ინტელექტ-კლუბის - „რა? სად? როდის?“ პრეზიდენტი გიორგი მოსიძე უძღვებოდა.