სკოლა „საუნჯეს“ დაწყებითი კლასის მოსწავლეები ხელოვნების სასახლეში იმყოფებოდნენ
26-10-2018
რუსთავის კერძო სკოლა „საუნჯეს“ დაწყებითი კლასის მოსწავლეები ხელოვნების სასახლეში იმყოფებოდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის აღსაზრდელებმა ქართული ანბანის მნიშვნელობასა და მის ისტორიაზე ინფორმაცია მოისმინეს და დაათვალიერეს საგანძური მრავალსაუკუნოვანი ქართული ანბანის შესახებ.
„მათ მიეცათ შესაძლებლობა იაკობ გოგებაშვილის დედაენის და ანბანის ფერადი ნიმუშების საშუალებით უფრო სახალისოდ და საინტერესოდ გაცნობოდნენ წერის საფუძვლებს. იმოგზაურეს ქართული ანბანის დიდებულ სამყაროში. ასევე საინტერესოდ წარიმართა პროგრამის პრაქტიკული ნაწილიც, სადაც იმუშავეს მხატვრული მხედრული ასოების ნიმუშებზე. მონაწილეობდნენ გონებრივ სავარჯიშოებში, სადაც მარტივი ლოგიკით გაშიფრეს ქართული ხალხური ანდაზები“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.