ახალგაზრდულ სამეცნიერო კონკურსზე- Google Science Fair რეგისტრაცია გამოცხადდა
26-10-2018

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ახალგაზრდულ სამეცნიერო საგრანტო კონკურს Google Science Fair-ზე რეგისტრაცია გამოცხადდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შოთა რუსთაველს საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს.

Google Science Fair წარმოადგენს ყოველწლიურ სამეცნიერო ოლიმპიადას, რომელიც იმართება 2011 წლიდან და ემსახურება მსოფლიოს მასშტაბით დამწყებ, მოზარდ გამომგონებელთა ინოვაციური იდეებისა და სამეცნიერო პროექტების პოპულარიზაციასა და წახალისებას.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დამწყებ ინოვატორებსა და მეცნიერებს 13-დან 18 წლამდე, მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან.

კონკურსის მთავარი საპრიზო ადგილი ითვალისწინებს გამარჯვებულის დაჯილდოებას სასწავლო სტიპენდიით, 50.000$ ოდენობით. პროექტი ასევე მოიცავს სხვა მონაწილე გამომგონებელთა წახალისებას სასწავლო სტიპენდიებით, მსოფლიოში ცნობილი კომპანიების სათაო ოფისებში ვიზიტებითა და სხვადასხვა სახის კომპიუტერული ტექნიკით.

Google Science Fair წარმოადგენს საუკეთესო საშუალებას ახალგაზრდა გამომგონებლებისათვის და მეცნიერებით გატაცებული სკოლის მოსწავლეებისათვის, თავიანთი ინოვაციური იდეების მსოფლიოსთვის გასაცნობად.  

კონკურსის პარტნიორები არიან: Google, LEGO Education, Virgin Galactic, ცნობილი სამეცნიერო ჟურნალები National Geographic და Scientific American

2018 წლის კონკურსზე პროექტების დარეგისტრირებისა ბოლო ვადაა 2018 წლის 12 დეკემბერი.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203