„სკოლა ქართულის“ მოსწავლეები ბათუმის სამეცნიერო პიკნიკის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
26-10-2018
ბათუმის კერძო სკოლა - „სკოლა ქართულის“ XI კლასის მოსწავლეები დამრიგებელთან ნათია ნატროშვილთან და ფიზიკის პედაგოგ თემურ სირაძესთან ერთად ბათუმის სამეცნიერო პიკნიკის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობდნენ.

სკოლის აღსაზრდელებმა ასევე სხვადასხვა საგნობრივ კუთხეებში წარმოდგენილი ნამუშევრები დაათვალიერეს. 

ბათუმის სამეცნიერო პიკნიკი მესამე წელია ტარდება. ფიზიკის კუთხეში წარმოდგენილი იყო განახლებადი ენერგიის წყაროების მაკეტები, გამზომი ხელსაწყოები, მოეწყო მექანიკური ენერგიის ელექტრულ ენერგიად გარდაქმნის დემონსტრირება, სინათლის სპექტრული ანალიზის ჩვენება და განათებულობისა და ხმაურის განსაზღვრა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203