ხვანჭკარის საჯარო სკოლის მოსწავლე კესო შიშინაშვილმა ლიტერატურულ კონკურსში გაიმარჯვა
26-10-2018
2004 წლიდან გურამ გორდეზიანის ინიციატივით, მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის, ამბროლაურის მთავარი ბიბლიოთეკის და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით ყოვეწლიურად ტარდება ცნობილი რაჭველის, მთარგმნელისა და პუბლიცისტის,  ბაჩანა ბრეგვაძის ლიტერატურული კონკურსი „შემოდგომა რაჭაში - მწიგნობარი“, რომელშიც  ამბროლაურის რაიონის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ. 

პროექტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება ბავშვებში. 

წელსაც ტრადიციულად გაიმართა „მწიგნობარი 2018“, რომელმაც მოსწავლეები 9 სხვადასხვა ნომინაციაში დააჯილდოვა. 

ერთ-ერთ ნომინაციაში, „პოეზია უპირველეს ყოვლისა“ გაიმარჯვა ხვანჭკარის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლემ კესო შიშინაშვილმა, რომელსაც გადაეცა 500 ლარიანი ვაუჩერი და 1 წლის განმავლობაში ყოველთვიურად 50 ლარიანი სტიპენდია. 

ხვანჭკარის საჯარო სკოლა ულოცავს კესოს გამარჯვებას და პროექტის ხელმძღვანელებს და მის განხორციელებაში ჩართულ თითოეულ ადამიანს მადლობას უხდის. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203