ლეჟბადინის საჯარო სკოლაში ასფალტზე ხატვის კონკურსი გაიმართა
26-10-2018
ლეჟბადინის საჯარო სკოლაში ასფალტზე ხატვის კონკურსი - „ოქროსფერი შემოდგომა“ გაიმართა.
მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეებმა ნახატები შემოდგომას მიუძღვნეს და სკოლის ეზო ფერადი ცარცით მოხატეს. ჟიურის წევრებმა - სკოლის პედაგოგებმა და მეცხრე კლასის მოსწავლე ხაიალა ზეინალოვმა კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინეს.
ღონისძიებას ორგანიზება ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლებმა გაუწიეს.
სკოლის დირექტორმა დურსუნ ისმაილოვმა ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.