გეზათის საჯარო სკოლაში პროექტი „ვიმოგზაუროთ ამიერკავკასიაში“ ხორციელდება
26-10-2018
სასკოლო აქტივობების ხელშეწყობის ფარგლებში გეზათის საჯარო სკოლაში ხორციელდება პროექტი „ვიმოგზაუროთ ამიერკავკასიაში“. პროექტის ხელმძღვანელია ისტორია-გეოგრაფიის მასწავლებელი მაია ხომერიკი.
პროექტში ჩართულნი არიან მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები.
პროექტის მიზანია მოსწავლეებმა შეძლონ და შეისწავლონ ამიერკავკასიის ქვეყნების კულტურა, გაეცნონ მათ გარშემო ეთნიკურ და სოციალურ ჯგუფებს.
ამ ეტაპზე მოსწავლეებმა დაუსწრებლად იმოგზაურეს საქართველოს კუთხეებში, შექმნეს ტურისტული მოგზაურობის რუკები და გააკეთეს პრეზენტაციები.
აქტივობების განხორციელებისას მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში შეძენილი რესურსები და ასევე სკოლის ბიბლიოთეკაში არსებული ლიტერატურა გამოიყენეს.
ამ აქტივობების შედეგად მოსწავლეები გაეცნენ საქართველოს თითოეული კუთხის კულტურას და მათ ღირშესანიშნაობებს.