საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლაში პოეზიის საღამო გაიმართა.
საღამო სკოლის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში მოეწყო.
მოსწავლეებმა სკოლის ყოფილი პედაგოგის, აწ გარდაცვლილი იპოლიტე ნანეიშვილის ლექსები წაიკითხეს.
„ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები სამშობლოზე, ჩვენი სოფლის ისტორიასა და სწავლის სიკეთეზე“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები