თელავის, კონდოლის საჯარო სკოლაში „სასკოლო აქტივობების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გარემოსდაცვითი პროექტი ხორციელდება.
პროექტს ხელმძღვნელობს სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი ლარისა წიქარაშვილი. პროექტშიVII, VIII და IX კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტი სკოლაში გაზაფხულზე დაიწყო და ამ ხნის განმავლობაში, პროგრამის ფარგლებში მრავალი საინტერესო აქტივობა განხორციელდა. მოსწავლეებმა სოფლის ეკლესიების შემოგარენი დაასუფთავეს, უვლიდნენ სკოლის ეზოში გაშენებულ ნერგებს, მოაწყვეს გასვლითი ღონისძიება თემაზე - „როგორ ანადგურებენ ადამიანები გარემოს“.
როგორც სკოლის წამომადგენელი აღნიშნავს, პროგრამის დასრულებამდე არაერთი საინტერესო ღონისძიებაა დაგეგმილი.
იხილეთ ფოტოები