ღრელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საშემოდგომო ღონისძიება - „ჩემი საქართველო აქ არის“ გამართეს
26-10-2018
ახალციხის, ღრელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საშემოდგომო ღონისძიება - „ჩემი საქართველო აქ არის“ ჩაატარეს. სკოლის მოსწავლეები მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგნენ. ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და საცეკვაო ნომრები შეასრულეს.
სკოლის დირექცია მუსიკის მასწავლებელს ნათია ღვინიაშვილს არაჩვეულებრივი ღონისძიების გამართვისთვის მადლობას უხდის.