თბილისის N133 საჯარო სკოლის მოსწავლეები გუგუთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე იმყოფებოდნენ
თბილისის N133 საჯარო სკოლის 4დ კლასის მოსწავლეები პროექტის - „მაინც რა არის სამშოლო“ ფარგლებში, გუგუთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე იმყოფებოდნენ.
სკოლის აღსაზრდელები პედაგოგების ხელმძღვანელობით ჯარისკაცებს ეწვივნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ვიზიტის მიზანი იყო მესაზღვრის საქმიანობის ადგილზე გაცნობა.
„გულისფანცქალით ელოდნენ პატარა „პატრიოტები ამ დღეს, მაგრამ ჯარისკაცების ემოციებმა და მზრუნველობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მადლობა გუგუთის მესამე სამმართველოს მეორე სექტორის სამშობლოსთვის გულანთებულ თითოეულ ჯარისკაცს ჩვენი პატარებისთვის პატრიოტული მუხტის გადადების, ეროვნული ღირებულებების გაცნობიერების ხელშეწობისა და გულთბილი მასპინძლობისთვის. მადლობა მშობლებს ასე რომ უდგანან გვერდში პედაგოგ მარი დავითურს მნიშვნელოვანი პროექტებისა და აქტივობების განხორციელების დროს და იზიარებენ პასუხისმგებლობას საკუთარი შვილების ინტელექტუალურ და სულიერ აღზრდაში.
მადლობა ჩვენს საუკეთესო, კრეატიულ, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და პროფესიისთვის თავდადებულ პედაგოგ მარი დავითურს მაღალი პასუხისმგებლობისა და პროფესიონალიზმისთვის. მადლობა ქართული სულისა და მუხტის მატარებელ, ჩვენს მუსიკის შეუდარებელ მასწავლებელ ნანა ზურაბაშვილს პროფესიის სიყვარულისა და ჩვენი მოსწავლეების სულიერ აღზრდაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები სრულად