კარბის საჯარო სკოლის VI-VII კლასის მოსწავლეები ბეთანიასა და დიდგორის ველზე ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.
მოსწავლეებმა თავდაპირველად მოინახულეს ქართული კულტურის ერთ-ერთი უნიკალური ეკლესია და ყურადღება გაამახვილეს ეკლესიის კედელზე აღმოჩენილი თამარ მეფისა და მისი ოჯახის ფრესკებზე.
შემდეგ მოინახულეს დიდგორის ველი, სადაც ქართველთა ჯარმა დავით აღმაშენებლის ხელმღვანელობით დაამარცხა თურქ-სელჩუკები.
აქვე მოსწავლეებმა დამრიგებელ თინათინ ძაბახიძესა და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ ციური ჩოხელთან ერთად წარმოადგინეს ლიტერატურულ-შემოქმედებითი კომპოზიცია „ძლევაი საკვირველი“.
იხილეთ ფოტოები