გრიგოლიშის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი მაგიდის ჩოგბურთში აბაშის ღია პირველობაზე მონაწილეობდა.
შეჯიბრი სპორტულ სკოლებს შორის სამ ასაკობრივ კატეგორიაში (მინი კადეტები, კადეტები, იუნიორები) ჩატარდა.
სპორტულ ღონისძიებას მაგიდის ჩოგბურთის ეროვნული ფედერაცია უწევდა კურირებას.
შეჯიბრში მონაწილეობდნენ საქართველოს უძლიერესი ნორჩი სპორტსმენები, საქართველოს ძირითადი ნაკრების წევრები, მსოფლიო სასკოლო ოლიმპიადისა და ევროპის ჩემპიონატის მონაწილეები.
გრიგოლიშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ლუკა აბულაძემ და მეგროსი მაქაცარიამ მეოთხე ფინალში ითამაშეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, შედეგიდან გამომდინარე, ჩოგბურთელები 2-3 ნოემბერს ოზურგეთში საქართველოს თასის მოსაპოვებლად იასპარეზებენ.
იხილეთ ფოტოები