ტობანიერის საჯარო სკოლის მოსწავლემ საინფორმაციო - საგანმანათლებლო სესია გამართა
29-10-2018
ტობანიერის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლემ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰერა XXI"-ის მოხალისემ და „SELECamp 2018"-ის მონაწილემ, მარიამ ლორთქიფანიძემ სკოლაში საინფორმაციო-საგანმანათლებლო სესია ჩაატარა.
მარიამი დამსწრე აუდიტორიას „ჰერა XXI"-ის ძირითადი სამუშაო სფეროებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ესაუბრა და საინტერესო პრეზენტაცია წარადგინა.
წარმატებული მოსწავლის მოხსენებამ კლასელებსა და მასწავლებლებში დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.