ქუთაისის N15 საჯარო სკოლა პროექტ „ტანსაცმლის დამზადების საწყისებში“ ჩაერთო
29-10-2018
ქუთაისის N15 საჯარო სკოლაში აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროფესიული უნარების განვითარების ქვეპროგრამის ფარგლებში, ახორციელებს პროექტს - „ტანსაცმლის დამზადების საწყისები“.
მოსწავლეები აღნიშნულ პროექტში აქტიურად ჩაერთნენ.
სკოლის დირექციის ცნობით, აქტივობა შემეცნებითი ხასიათისაა და მოსწავლეებში დამატებითი უნარ-ჩვევების გამომუშავებს უწყობს ხელს.