ზედა სამების საჯარო სკოლაში საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღია გაკვეთილი ჩატარდა
29-10-2018
ზედა სამების საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელმა, მაგული ჯინჭარაძემ მე-8 კლასში ღია გაკვეთილი ჩაატარა. გაკვეთილის თემა იყო - „ფორმულების შედგენა ვალენტობის მიხედვით“.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული.
გაკვეთილს შიდა შეფასების ჯგუფი ესწრებოდა. ჯგუფის წევრებმა გაკვეთილი დადებითად შეაფასეს.