ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წელი საზეიმო განწყობით დაიწყეს
29-10-2018
მარნეულის, ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალი სასწავლო წელი საზეიმო განწყობით დაიწყეს. სკოლის დირექტორმა, ნათია ფუტკარაძემ და პედაგოგებმა სკოლის აღსაზრდელებს სიურპრიზი მოუწყვეს.
სკოლაში მისულ მოსწავლეებს ანიმატორები დახვდათ, რომლებმაც სკოლის აღსაზრდელებს სწავლის დაწყება მიულოცეს და მათთან ერთად სხვადასხვა სახალისო აქტივობებში მონაწილეობდნენ.
„დირექტორმა და თანამშრომლებმა განსაკუთრებული სიურპრიზით გაუხალისეს და გაულამაზეს მოსწავლეებს 2018-2019 სასწავლო წლის დაწყება“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.