„სკოლა ქართულის“ მოსწავლეებმა გაკვეთილზე ინგლისური ენის ცოდნის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს
29-10-2018
ბათუმის კერძო სკოლა „სკოლა ქართულის“ მე-5 კლასის მოსწავლეებს ინგლისური ენის გაკვეთილი ამერიკულ კუთხეში ჩაუტარდათ. მოსწავლეებმა ისაუბრეს ინგლისური ენის ცოდნის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე.
მათ შეასრულეს სახალისო სავარჯიშოები, გაეცნენ კუთხეში არსებულ პროგრამებს, დატესტეს ინოვაციური ტექნიკური საშუალებები, „Native speaker“-თან გაისაუბრეს და უფრო დიდი მოტივაციით აგრძელებენ ინგლისური ენის შესწავლას.
„ისინი კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ უცხო ენის ცოდნა აუცილებელია მათი მიზნების მისაღწევად“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.