დაბა ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები საბავშვო ბიბლიოთეკას ესტუმრნენ
29-10-2018
დაბა ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის გახანგრძლივებული დღის ჯგუფის მოსწავლეები პედაგოგ კლარა ჭყოიძესა და სკოლის საინფორმაციო მენეჯერ თინათინ მეტრეველთან ერთად მუნიციპალიტეტის საბავშვო ბიბლიოთეკას ესტუმრნენ.
ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა, სოფო ლაცაბიძემ და მაკა ბუაჩიძემ აუხსნეს და გააცნეს მოსწავლეებს ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები.
მოსწავლეებმა წიგნები გამოიწერეს.
„ასეთი აქტივობები ხელს შეუწყობს მათ დაინტერესებას და გაააქტიურებს ბიბლიოთეკასთან ურთიერთობის კუთხით“, - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.