მარადიდის საჯარო სკოლის პედაგოგმა მაყვალა გერძაძემ სტატუსი აიმაღლა
29-10-2018
ხელვაჩაურის, მარადიდის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, მაყვალა გერძაძემ უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა.

სკოლა მასწავლებელს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.

„წარმატებულ და ნაყოფიერ მუშაობას ვუსურვებთ ახალ საფეხურზე“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად (პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი) გადანაწილდნენ. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203