ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის ეზოში ბუნებისმეტყველების ინოვაციური გაკვეთილი ჩატარდა.
გაკვეთილს მასწავლებელი ელისო მეტრეველი ხელმძღვანელობდა.
IIIა კლასის მოსწავლეები, მშობელთა აქტიური ჩართულობით გულუხვ და ბარაქიან შემოდგომას მიეგებნენ.
მათ იმერული საშემოდგომო ნობათი წარმოადგინეს.
მოსწავლეებმა მშობელთა და პედაგოგთა დახმარებით მოადუღეს თათარა და ამოავლეს ჩურჩხელები.
„გაკვეთილი იყო მეტად კრეატიული და შთამბეჭდავი, რომელიც ყველას დიდხანს ემახსოვრება“, - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები