სამტრედიის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები ბარდნალაში იმყოფებოდნენ
29-10-2018
სამტრედიის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტ-გაკვეთილის „ლადო ასათიანის პოეზია“ ფარგლებში ბარდნალაში იმყოფებოდნენ. 

გაკვეთილს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნონა კობრავა ხელმძღვანელობდა. 

პროექტ-გაკვეთილის შესახებ თავად მასწავლებელი გვიყვება: 

„ბავშვებმა დაუვიწყარი დღე ჩაწერეს თავიანთი ცხოვრების ისტორიაში. მათ წაიკითხეს ლადოს პირადი წერილები, ლექსები და იმღერეს ლადოს ლექსებზე შექმნილი სიმღერები. დაათვალიერეს სახლ-მუზეუმი და მისი შემოგარენი. მოისმინეს ექსკურსიამძღოლის ლექცია. გაკვეთილის ჩატარების შემდეგ მოვილოცეთ მამათა მონასტერი, რომელშიც მაქსიმე აღმსარებლის ცხედარია დასვენებული, ასევე, ვიყავით მახვაშის დედათა მონასტერში. ლაჯანურის ტბის სილამაზემ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ვფიქრობთ, მოსწავლეებსაც და უფროსებსაც არასდროს დაგვავიწყდება ეს ერთი მშვენიერი დღე გატარებული ცაგერის მიდამოებში“, - აღნიშნა ნონა კობრავამ. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203