ყვარლის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართულობის გასაზრდელად აქტივობა განხორციელდა
29-10-2018
ყვარლის N2 საჯარო სკოლის 1-ელ კლასში პედაგოგმა, გიული მათურელმა, სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართულობის გასაზრდელად, აქტივობა - „აი ია“ განხორციელდა. სკოლის წარმომადგენლის თქმით, პედაგოგმა პირველკლასელებთან საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით გაკვეთილი ჩაატარა, რომელშიც მშობლები აქტიურად მონაწილეობდნენ.
„მრავალი საინტერესო აქტივობაა დაგეგმილი სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის გასაზრდელად. სწორედ ერთ-ერთი ასეთი აქტივობა განხორციელდა I კლასში. გაკვეთილის დასრულების შემდეგ დაიგეგმა ახალი აქტივობა - „რა ვიცოდით, რა ვისწავლეთ”, რომელიც მშობელთა ჩართულობით, სასწავლო წლის ბოლოს განხორციელდება“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები