ჩხორიის საჯარო სკოლაში „იმიტირებული ახალგაზრდული საპრეზიდენტო არჩევნები 2018“ ჩატარდა
29-10-2018
ჩხორიის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბ „ნიკეს“ ორგანიზატორობით,  „იმიტირებული ახალგაზრდული საპრეზიდენტო არჩევნები -2018“ ჩატარდა.

ხელმძღვანელი მაია არახამია გახლდათ. 

აღნიშნულის ფარგლებში პროექტის პრეზენტაცია მოეწყო, სადაც ოთხივე კანდიდატმა თავისი საარჩევნო პროგრამა წარმოადგინა. მოსწავლეებმა სარეკლამო პლაკატები და ბუკლეტები დაამზადეს, ასევე, ამომრჩევლებს შეხვდნენ და იმიტირებულ პირდაპირ ეთერში დებატები ჩაატარეს. მოგვიანებით, იმიტირებული არჩევნებიც მოეწყო. 

სკოლის დირექციის ცნობით, მოსწავლეთა დაინტერესება მაღალი გახლდათ და მათ მოტივირებას ხელი განსაკუთრებით კლუბის ლიდერმა, ანანო ხარებავამ შეუწყო. 

მათივე ინფორმაციით, მოსწავლეებმა გაითავისეს, რომ ისინი ხვალინდელი ამომრჩევლები არიან და რომ ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ დღევანდელმა თაობამ ხვალ უკეთ იცხოვროს.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203