რუსთავის N9 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა
29-10-2018
რუსთავის N9 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლა“ გაიმართა.
თამაში სამ ასაკობრივ ჯგუფში ჩატარდა. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით გაიმარჯვეს შემდეგმა გუნდებმა - „ტვინიკოსები“ მე-5 კლასი, „პატრიოტები“ მე-8 კლასი და „სტარკები“ მე-12 კლასი.
სკოლის აღსაზრდელები „ტვინების ბრძოლის“ რეგიონალურ თამაშში მიიღებენ მონაწილეობას.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, თამაშმა მოსწავლეთა დიდი დაინტერესება გამოიწვია.
„ყველა კლასში რამდენიმე გუნდი შეიკრიბა. კლასის ხელმძღვანელებმა თამაშის წინ დიდი მოსამზადებელი სამუშაო გასწიეს. მონაწილე გუნდებმა კარგი ცოდნა, ინტუიცია და კრეატიული აზროვნება გამოავლინეს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.