სუპერ კლასის სუპერ Izrune.ge - თბილისის N117 საჯარო სკოლა საგანმანათლებლო ინოვაციების თანამოაზრეა
29-10-2018
თბილისის N117 საჯარო სკოლაში ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, Izrune.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა.

სკოლის ლიდერი დირექტორის, მაია მეტონიძის ინიციატივით, წარმატებულ პედაგოგებს, აქტიურ მშობლებსა და მოსწავლეებს პორტალი თავად ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა წარუდგინა.

იზრუნეს ტესტების პირდაპირ რეჟიმში გავლისა და საოჯახო, შემეცნებითი და მამოტივირებელი მიდგომების ხილვის შემდეგ, რჩეული აუდიტორია Izrune.ge-ს დიდ ოჯახს ოვაციებით შეუერთდა.

მაია მეტონიძემ განსაკუთრებით აღნიშნა პორტალის ინდივიდუალური და ამავდროულად, გუნდური მიდგომები - Izrune.ge-ზე მშობლები არა მხოლოდ საკუთარ შვილებზე, არმედ მათ მეგობრებზე და მთლიანად კლასის განვითარებაზე ზრუნავენ.

მშობელთა შეფასებით, მოსწავლეებში, კლასებსა და სკოლებში ჯანსაღი კონკურენციის დანერგვა ბავშვების მომავალი წარმატებისათვის მნიშვნელოვანია, ამდენად, აუცილებელია, კლასელების Izrune.ge-ს ირგვლივ მაღალი ჩართულობითა და შედეგებით გაერთიანება, ეს კი, ოჯახის, ბავშვისა და სკოლის ერთობლივი მუშაობით მიიღწევა.

მოსწავლეებს კარგად სწავლის მოტივაცია ერთმანეთის წარმატებამ და საყვარელი მასწავლებლებისთვის დაწესებულმა უპრეცენდენტო საჩუქარმა გაუჩინა - 2018-2019 სასწავლო წელს პირველად გამოვლინდება „საქართველოს ეტალონი პედაგოგი“ და მას საჩუქრად თბილისში ოროთახიანი ბინა გადაეცემა.

წარმატებული სამშენებლო კომპანია „ონიქს დეველოპმენტი“ აღნიშნულ საჩუქარს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, Izrune.ge -ს მონაცემებზე დაყრდნობით, მომავალ თაობაზე მზრუნველი ადამიანების დაფასებისა და წახალისების მიზნით აწესებს.  

„საქართველოს ეტალონი პედაგოგის“ გამოვლენის პროცესის გამჭვირვალობასა და სამართლიანობას კი თბილისის სკოლების დირექტორთა სათათბირო უზრუნველყოფს. 

Izrune.ge საპრეზენტაციო სკოლებს ლიდერი დირექტორის, პროფესიონალ პედაგოგთა გუნდისა და ძლიერი კონტიგენტის მიხედვით სტუმრობს და თანამოაზრეების შემოკრებას კვლავაც აგრძელებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203