თბილისის N145 სკოლა შემოდგომის ფესტივალს ტრადიციულად ეფექტურად შეუერთდა
29-10-2018
თბილისის N145 სკოლა შემოდგომის ფესტივალს ტრადიციულად უერთდება და დირექტორის, მაია ოსიყმიშვილის მონდომებითა და დაწყებითი მასწავლებლების ძალისხმევით, ყოველწლიურად სხვადასხვა ფორმატით ტარდება.
წელსაც, ღონისძიება ღია ცის ქვეშ გაიმართა, რომლის სახელწოდებაც გახლდათ - „ერთი ფერადი დღე თბილისის N145 სკოლაში“.
ღონისძიების მიზანი გახლდათ მოსწავლეებს მშობელთა ჩართულობით შემოდგომის ხიბლი და ამ სეზონისთვის დამახასიათებელი დღესასწაულის შინაარსი უკეთესად შეეცნოთ.
ღონისძიების ფარგლებში პირველკლასელებმა „სასკოლო - სასცენო გზა“ გაიარეს და ასე შეუერთდნენ დანარჩენ გუნდს - „ოჯახს“.
აღსანიშნავია, რომ არაჩვეულებრივი სანახავი იყო მშობელთა აქტივობები, რომელიც ლექსის კითხვას და ცეკვასაც კი მოიცავდა.
სკოლის დირექციის ცნობით, მშობელთა სიხალისემ ზეიმს განსაკუთრებული ელფერი შესძინა.
მათივე ინფორმაციით, სკოლის პედაგოგებისთვის მიუღებელია განათლება, რომელიც სულიერ დახვეწა-ამაღლებას არ ემსახურება, რის გამოც ბავშვებს სასწავლო დღეს ფერადი ღონისძიებებით ხშირად ულამაზებენ.