თბილისის N106 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა დღეს, დილიდან სასწავლო პროცესი განსაკუთრებული ჟრიამულით დაიწყეს.
როგორც კლასის დამრიგებელი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, კლასში
www.izrune.ge-ს დიპლომებისთვის განკუთვნილი წარმატების კედელი აქვთ, სადაც მოსწავლეები, ყოველი თვის ბოლოს შემაჯამებელ ტესტებში მოპოვებულ დიპლომებს აგროვებენ.
სოფიკო მეხაშიშვილი კლასის დამრიგებელი:
„კლასში გავაკეთეთ წარმატების კედელი და მოსწავლეებს ვთხოვე, რომ
www.izrune.ge-ზე მოპოვებული დიპლომები ამოებეჭდათ და აქ განეთავსებინათ, რათა მათ საკუთარი წარმატების გამოვლენა შეძლონ, სხვა ბავშვებსაც გაუზიარონ გამოცდილება, მისცენ მოტივაცია და მაგალითი.
ვფიქრობ, რომ ეს ვებ-გვერდი თანამედროვე ტექნოლოგიებს მიზნობრივად და ნაყოფიერად იყენებს. ჩვენ კლასში ყოველთვის განვიხილავთ ტესტებს, ვაკეთებ სტატისტიკას ვინ რა შედეგი მიიღო, რა გაუჭირდა და რას ვერ გაართვა თავი, შემდეგ ამ თემებზე უფრო მეტად ვამახვილებთ ყურადღებას.
დღეს დილიდან ბავშვები გახარებულები მოვიდნენ, გუშინდელ შემაჯამებელ ტესტში მიღებული ოქროს დიპლომები მშობლებთან ერთად მოიტანეს და წარმატების კედელი კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადეს".
მასალის სრულად სანახავად გადადით
ბმულზე.