ოლადაურის საჯარო სკოლაში „შემოდგომის ზეიმი“ მოეწყო
29-10-2018
ოლადაურის საჯარო სკოლაში „შემოდგომის ზეიმი“ ჩატარდა.
ღონისძიება ლიტერატურულმა წრე „იმედმა“ მოამზადა.
აღნიშნულში მონაწილეობა ოლადაურის სკოლამდელი განათლების ცენტრის მოწაფეებმა მიიღეს. „შემოდგომის ზეიმი“ დამსწრე საზოგადოებას სკოლის დირექტორმა, მერაბ ფუტკარაძემ, მასწავლებელმა, თამაზ მაკარაძემ, თემის რწმუნებულმა, ვახტანგ ფუტკარაძემ, მაჟორიტარმა დებუტატმა, გენადი მიქელაძემ და წრის ხელმძღვანელმა, ნათელა ფუტკარაძემ მიულოცეს.
დირექცია მადლობას უხდის წრის წევრებსა და ორგანიზატორ ავთო დარჩიძეს.