წაღვერის საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა „კლასის სამზარეულო რეცეპტების წიგნი“ აკინძეს
29-10-2018
წაღვერის საჯარო სკოლის მე-2 კლასში პედაგოგმა, იზა მაღრაძე მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი ჩაატარა. გაკვეთილი თემა იყო - ვასილ გულეურის „ჩურჩხელები“.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები გაკვეთილზე ხალისით გაეცნენ ჩურჩხელების ამოვლების პროცესს, „კლასის სამზარეულო რეცეპტების წიგნი“ შექმნეს და თათარა დააგემოვნეს.