თერჯოლის N1 საჯარო სკოლაში ერთდღიანი მეცნიერული ბანაკი მოეწყო
29-10-2018
თერჯოლის N1 საჯარო სკოლაში მშვიდობის კორპუსის წარმომადგენლის, ამანდა ლანდგრენის ორგანიზებით  ერთდღიანი მეცნიერული ბანაკი "METS" მოეწყო, რომელიც მათემატიკას, ინჟინერიას, ტექნოლოგიასა და მეცნიერებას მოიცავდა.

ბანაკში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მშვიდობის კორპუსის 3 მოხალისე, სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი თეა კერესელიძე და IX-XII კლასის მოსწავლეები.

სკოლის დირექციის ცნობით, დღე საინტერესო და სახალისო აქტივობებით იყო დატვირთული.
მოსწავლეები მდგრადი შენობის აგების სტრუქტურასა და რაკეტის მუშაობის პრინციპს გაეცნენ, ასევე, მისი მოდელები შექმნეს.

„მადლობას ვუხდით საბანაკე აქტივობებში ჩართულ ყველა მონაწილეს და წარმატებას ვუსურვებთ“,-აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203