კოჭბანის საჯარო სკოლაში „ფერიების მეჯლისი“ ჩატარდა
30-10-2018
კოჭბანის საჯარო სკოლაში ღონისძიება - „ფერიების მეჯლისი“ ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობას 13 პატარა ლამაზმანი იღებდა.
მათ გამოსვლას დამსწრე საზოგადოება დიდი ოვაციებით ხვდებოდა.
ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ: საგარეჯოს კულტურის სახლის მენეჯერი თინათინ მეზვრიშვილი, კოჭბაანის დამსახურებული პედაგოგი ანგელინა ნადირაძე და ჟურნალისტთა კავშირისა და ქალთა საბჭოს წევრი ლეილა არჩემაშვილი.
ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა სახის სახალისო საკონკურსო ნომრები მოეწყო, სადაც მონაწილეობას კოჭბანის საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებდნენ. მონაწილე „ფერიებმა“ კი სიმღერები შეასრულეს და ლექსები მხატვრულად წაიკითხეს.
მეჯლისზე გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდნენ: პაწაწინა ფერია, მომღერალი ფერია, მხიარული ფერია, ზღაპრის ფერია, საღამოს ფერია, ღიმილის ფერია და რეტროს ფერია, რომლებსაც საგარეჯოს კულტურის სახლის მენეჯერმა თინათინ მეზვრიშვილმა დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გადასცა.
ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისათვის მადლობის ფურცლებით დაჯილდოვდნენ კოჭბანის საჯარო სკოლის მოსწავლეები: ბაჩანა და ლიკა აბგაიძეები, შალვა მათიაშვილი, მათე გიგაური, შიო მამუკაშვილი და ლია აფციაური.