მომავლის კლასი, მშობელი და Izrune.ge - თბილისის N23 საჯარო სკოლა საგანმანათლებლო ინოვაციებში პირველობისთვის იწყებს ბრძოლას
30-10-2018
თბილისის N23 საჯარო სკოლა ლიდერ დირექტორ მაგდა ბარამაძესთან ერთად ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალ Izrune.ge-ს მასპინძლობდა.

სკოლის გამორჩეულად აქტიურ და შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე მშობლებს პორტალი თავად ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გააცნო და მოსწავლეებთან ერთად იზრუნეს ტესტები პირდაპირ რეჟიმში გაიარა. 

აუდიტორია Izrune.ge-ს მამოტივირებელ მიზნებს მიესალმა და სკოლასა და პორტალს მადლობა გადაუხადა ყველასათვის ხელმისაწვდომი და შვილის სასწავლო პროცესში სახალისო გზით ჩართვის შესაძლებლობისთვის.

შეხვედრაზევე გაჩნდა ჯანსაღი ამბიცია და კონკურენცია Izrune.ge-ს ირგვლივ სკოლაში მომავლის კლასის შექმნისა და მომავლის მშობლის სტატუსის მოსაპოვებლად, ეს კი პორტალში შვილებისა და მათი თანაკლასელების მაღალი ჩართულობითა და შედეგებით მიიღწევა.

მოსწავლეებს კარგად სწავლის მოტივაცია ერთმანეთის წარმატებამ და საყვარელი მასწავლებლებისთვის დაწესებულმა უპრეცენდენტო საჩუქარმა გაუჩინა - 2018-2019 სასწავლო წელს პირველად გამოვლინდება „საქართველოს ეტალონი პედაგოგი“ და მას საჩუქრად თბილისში ოროთახიანი ბინა გადაეცემა.

წარმატებული სამშენებლო კომპანია „ონიქს დეველოპმენტი“ აღნიშნულ საჩუქარს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, Izrune.ge -ს მონაცემებზე დაყრდნობით, მომავალ თაობაზე მზრუნველი ადამიანების დაფასებისა და წახალისების მიზნით აწესებს.  

„საქართველოს ეტალონი პედაგოგის“ გამოვლენის პროცესის გამჭვირვალობასა და სამართლიანობას კი თბილისის სკოლების დირექტორთა სათათბირო უზრუნველყოფს. 

Izrune.ge საპრეზენტაციო სკოლებს ლიდერი დირექტორის, პროფესიონალ პედაგოგთა გუნდისა და ძლიერი კონტიგენტის მიხედვით სტუმრობს და თანამოაზრეების შემოკრებას კვლავაც აგრძელებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203