არხილოსკალოს საჯარო სკოლაში სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიება გაიმართა
30-10-2018
არხილოსკალოს საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა „მიზანი“ სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიება ჩაატარა. თავდაპირველად, შეხვედრა ძიუდოში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ლაშა ბექაურთან და ძიუდოს მასწავლებელთან, კახა წიკლაურთან გაიმართა.
მათ სკოლის დირექტორთან, მაია სიმონიძესთან ერთად ისაუბრეს ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის მნიშვნელობაზე.
შეხვედრის შემდეგ გაიმართა შეჯიბრი მაგიდის ჩოგბურთში, სადაც მონაწილეობდნენ არხილოსკალოს, ზემო ქედისა და სამთაწყაროს სკოლის მოსწავლეები.
ასევე, კლუბის წევრებმა დაამზადეს კედლის გაზეთი „ჯანსაღი ცხოვრების წესი“, სადაც საუბარია ნარკოტიკების სიგარეტისა და ალკოჰოლის უარყოფითი გავლენების შესახებ.