ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში იმიტირებული საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა
30-10-2018
ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში იმიტირებული საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. 

იმიტირებული არჩევნები სკოლაში პროექტის - „U18 მეტი შეგვიძლია! - ბავშვებისა და ახალგაზრდების სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერების ხელშეწყობა აღმოსავლეთ ევროპაში“ ფარგლებში გაიმართა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, აქტივობის მიზანია იმიტირებული არჩევნების ჩატარების საფუძველზე მოსწავლეებმა გაითავისონ დემოკრატიის მექანიზმები, კონსტიტუციური უფლებები, შეძლონ პრიორიტეტების გამოკვეთა და გონივრული არჩევანის გაკეთება. საარჩევნო კომისიის წევრთა როლების გათამაშებისა და მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე აიმაღლონ საარჩევნო კულტურა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203