მცხეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მცხეთის ღირსშესანიშნაობების შესახებ პრეზენტაცია ჩაატარეს
31-10-2018
მცხეთის N2 საჯარო სკოლის IV კლასში დამრიგებელმა, ლია ურთაშვილმა ღია კლასის საათი ჩაატარა.

კლასის საათის თემა იყო - „მცხეთა და მისი შემოგარენი“.

სკოლის აღსაზრდელებმა მცხეთისა და მისი ღირსშესანიშნაობების შესახებ პრეზენტაცია ჩაატარეს და მცხეთაში არსებული ისტორიული ძეგლების შესახებ ისაუბრეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მცხეთისა და მისი ღირსშესანიშნაობების შესახებ ინფორმაციის მოგროვება მოსწავლეებმა, დამრიგებლის ხელმძღვანელობით, გაზაფხულზე დაიწყეს.

სკოლის აღსაზრდელებმა შემოიარეს და დაათვალიერეს სვეტიცხოველი, სამთავრო, ჯვარი, ანტიოქია, გეცამანია, ზედაზენი, შიომღვიმე და ბებრისციხე.

„პრეზენტაციაზე ბავშვებმა ამ ძეგლების შესახებ ისაუბრეს და ვიდეომასალა წარმოგვიდგინეს. სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ლია ურთაშვილს კლასის საათის მოსამზადებლად გაწეული შრომისთვის“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203