თბილისის N72 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ
31-10-2018
თბილისის N72 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები ვერონიკა კარგინა და ნინო მწითური ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მოპოვებული წარმატებისთვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სიგელებით და ფულადი პრიზებით დააჯილდოვა.
სკოლა კი რეიტინგული სკოლების სიაში მოხვდა და მადლობის სიგელი გადაეცა.