მარიამ ბოჭორიშვილი აფხაზეთის N5 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეა.
მან მონაწილეობა მიიღო 2016 წელს საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ესეების კონკურსში ,,წარსულით შექმნილი მომავალი“.
კონკურსი მრავალრიცხოვანი იყო, სულ 3 გამარჯვებული უნდა გამოვლენილიყო.
მარიამმა გადაწყვიტა ეცადა ბედი, დაწერა ესე სათაურით: ,,საქართველო 25 წლის შემდეგ“, ესე აფხაზეთის შესახებ იყო. მან III ხარისხის დიპლომი დაიმსახურა და 200 ლარიანი წიგნის ბარათი, მისი ესე კი კაფსულაში შეინახეს და 25 წლის შემდეგ გაიხსნება.
მარიამი ხშირად იღებს სხვადასხვა სახის კონკურსებში მონაწილეობას, აქვს მიღებული დიპლომები და სიგელები. სკოლის წარჩინებული მოსწავლეა, აქვს ლიდერული თვისებები, არის მეგობრული და კომუნიკაბელური, მონაწილეობს სასკოლო ღონისძიებებში.
წარმატებული თანამშრომლობისთვის მარიამ ბოჭორიშვილის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლელა ფრუიძე წარდგენილია პრემიაზე.