ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტუალური თამაშების კითხვების შერჩევა-დახარისხებაში მონაწილეობენ
01-11-2018
ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაშების სახით თავისუფალი გაკვეთილები ტარდება. თავისუფალ გაკვეთილებს ისტორიის მასწავლებელი მარინე გოლავა ხელმძღვანელობს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ისევე როგორც გასულ სასწავლო წელს, VII კლასის მოსწავლეები ინტელექტუალური თამაშების - „რა? სად? როდის?“ „დარბაზის პირისპირ“, „ცეცხლთან თამაში“ მონაწილეებისათვის კითხვების შერჩევა-დახარისხებაში არიან ჩართული. გამოცდილ მონაწილეებს დარბაზში მოუწევთ კითხვების დასმა, გუნდის დახმარება და საუკეთესო მოთამაშის დასახელება.
როგორც სკოლის წარმომადგენელი აღნიშნავს, აქტივობის მიზანია მოსწავლეთა ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოვლენა, მოტივაციის ამაღლება, წიგნიერების გამოვლენა და და ცოდნისა და უნარების გამოცდა.